საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - "გლობალური თანამშრომლობის ახალი მუხტი"დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე.