ირაკლი ღარიბაშვილი - სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო