ირაკლი კუპრაძე - სასწრაფოს ექიმები უნდა იყვნენ პრიორიტეტი და ხელისუფლებას ამის გათვალისწინება მოუწევს, ნებით ან ძალდატანებით

სასწრაფოს ექიმები უნდა იყვნენ პრიორიტეტი და ხელისუფლებას ამის გათვალისწინება მოუწევს, ან ნებით, ან ძალდატანებით!- ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების მიერ ხელფასის მატებასთან დაკავშირებით გამართლ აქციას.

კუპრაძის განცხადებით, ამ ადამიანებს შრომასთან სრულიად შეუსაბამო სამუშაო პირობები და ღირსების შემლახავი ხელფასი აქვთ.

„სასწრაფოს ექიმები გაიფიცნენ და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დგას სასწრაფოს ექიმებზე და მათ უსასრულო გამოძახებებზე, მაშინ როცა, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არ არის საკმარისად გამართული, მაშინ, როცა კლინიკებში უზარმაზარი რიგებია, სამედიცინო პროცედურები კი კოლოსალურ ფინანსებთანაა დაკავშირებული, გაღარიბებულ მოსახლეობას ერთადერთი საშველი აქვს, სასწრაფოს უფასოდ გამოძახება და მათი ექიმები.

ამ ადამიანებს შრომასთან სრულიად შეუსაბამო სამუშაო პირობები და ღირსების შემლახავი ხელფასი აქვთ.

დღეს, სასწრაფოს ექიმები უნდა იყვნენ პრიორიტეტი და ხელისუფლებას ამის გათვალისწინება მოუწევს, ან ნებით, ან ძალდატანებით!

მედია მეტად უნდა აშუქებდეს ამ პრობლემას და იმედია, უფრო ხშირად გაისმება ამ უზომოდ საჭირო პროფესიის ადამიანების ხმა ტელევიზიების ეთერებიდან.

სოლიდარობა ექიმებს!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო