ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურის მინისტრი დაესწრება

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო ხვალ თბილისში ჩამოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

უკრაინელი მინისტრი ქართველი მსახიობის და მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვას დაესწრება.

როგორც მედია წერს, ტკაჩენკო დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას წაიკითხავს.

ვახტანგ კიკაბიძე კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ხელოვანს თბილისში, ვერის სასაფლაოზე, დედის საფლავის გვერდით დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო