საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი კინომსახიობისა და საესტრადო მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის, ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

„დაუვიწყარია ბუბა კიკაბიძის როლები ფილმებში - „ვერის უბნის მელოდიები“, „მიმინო“ და „არ იდარდო“, დაუვიწყარია მისი ღიმილი და დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერა. წლების მანძილზე ის იყო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. დიდი პოპულარობითა და სახალხო სიყვარულით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კოლექტივისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ბუბა კიკაბიძის ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის სამძიმარში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო