რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამო

საქართველო არის ევროპა, მაგრამ საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამო , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მან სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება გააზიარა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი მეორედ მიიღოს.

როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, ის სრულად ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს.

იუკნევიჩიანემ იმედი გამოთქვა, რომ ამ მოცემულობის გათვალისწინებით პრეზიდენტი „მთავარი არხის“ ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას შეიწყალებს.

მისი თქმით, აღნიშნული თხოვნით ევროპარლამენტარებმა პრეზიდენტს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიმართეს. ევროდეპუტატი „ტვიტერზე“ პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილსაც ავრცელებს.

„სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს ჟურნალისტსა და მთავარი არხის ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ევროპარლამენტის წევრებმა სწორედ ამ თხოვნის შემცველი წერილი გავუგზავნეთ პრეზიდენტს.

საქართველო არის ევროპა, მაგრამ საქართველოს ევროპულ გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამო“, - დაწერა იუკნევიჩიანემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო