ვოლოდიმირ ზელენსკი ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე - ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება

ომის დროს უბედური შემთხვევები არ ხდება. ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, არსებობს ომის სხვადასხვა მიმართულება, ყოველი სიკვდილი ომის შედეგია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, სადაც მას ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ჰკითხეს, ღელავს თუ არა საკუთარ უსაფრთხოებზე და გრძნობს თუ არა თავს დაცულად საკუთარ ქვეყანაში.

„მე ეს არ მაღელვებს. არაფერი შეცვლილა, ისევ გვჭირდება საბრძოლო მასალა, არსად წასვლას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან : უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ამასთან, დაშავებულია 25 ადამიანი.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა