აშშ-ში რუსეთის ელჩი - როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ - რუსეთის დამარცხება შეუძლებელია

რუსეთის არმია გაანადგურებს ნებისმიერ იარაღს, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ჯარებს უგზავნიან, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ასე იყო დიდი სამამულო ომის დროს, ასე იქნება ახლაც“, - განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, „უკრაინის იარაღით გავსება, იქნება ეს აშშ-ის თუ ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდას გამოიწვევს და დამატებით სირთულეებს შექმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში“.

„იფიქრეთ ვლადიმერ პუტინის თეზისებზე. რუსეთის ფედერაციის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. გამარჯვება ჩვენი იქნება“, - აღნიშნა ანტონოვმა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს