ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს

საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო