რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ნათლისღების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ნათლისღების დღეს ულოცავს.

„იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება - დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს. ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება