რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ბაპტისტურ ეკლესიას ნათლისღებას ულოცავს. „ქართველი ბაპტისტები დღეს თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავენ. ახალი აღთქმის თანახმად, სწორედ ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ბაპტისტურ ეკლესიას ნათლისღებას ულოცავს, მის მრევლს კი კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.