გიული ალასანია - ადრეც იყო შემთხვევები, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს - მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა

ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მისივე თქმით, ის უკრაინელების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას სულ გრძნობს.

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა, მე ამას ყველანაირად ვგრძნობ. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც მსგავსი შემთხვევები იყო, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს. უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ჩვენ სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს ვერ ვუწევთ“, - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 20 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, სადაც სავარაუდოდ კლინიკა „ვივამედის“ ექიმები გამოიკითხებიან, ალასანია ამბობს, რომ მას ამ ექიმების ობიექტურობის იმედი აქვს.

„იმედი მაქვს ექიმები გამოკითხვის დროს ობიექტურები იქნებიან. მადლობელი ვარ ამ ექიმების, მართლა ყველაფერს აკეთებენ, ვისთანაც მე მაქვს შეხება, რა თქმა უნდა, დანარჩენი არ ვიცი, ყველას არ ვიცნობ. მთავარი ექიმისგან გავიგე, რამდენჯერაც აქ იდგა და განცხადებას აკეთებდა, ყველაფერს ვაკეთებთ მაგრამ მდგომარეობა არ უმჯობესდებაო“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო