გერმანიის ფინანსთა მინისტრი - გერმანია რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებული არ არის

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის იმპორტზე მისი ენერგომომარაგებისთვის, - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრული დივერსიფიცირება განახორციელა.

კრისტიან ლინდნერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ევროპისკენ მიმავალი გაზის ონკანები გათიშა, რამაც ზამთარში გაზის მიწოდების გათიშვის საფრთხე წარმოქმნა, მაგრამ გერმანიამ იპოვა ენერგიის ახალი წყაროები.

„დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ არა რუსეთიდან, არამედ გლობალური ბაზრებიდან იმპორტზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

BBC წერს, რომ მანამდე გერმანია გაზის დაახლოებით ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი რუსეთიდან შეჰქონდა, მაგრამ რუსეთმა ქვეყანას აგვისტოში გაზის მიწოდება შეუწყვიტა, გერმანიამ კი წლის დასაწყისში რუსული ნავთობის იმპორტი შეაჩერა. ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროების მოძიების მცდელობის დროს ქვეყანამ ხელახლა გახსნა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, გადადო სამი დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები და გაზარდა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ნორვეგიიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის შენახვის შესაძლებლობები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო