საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესს მონიტორინგს კვლავ გაუწევენ, თუმცა დაასახელებენ თუ არა საკუთარ კანდიდატს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სახალხო დამცველის არჩევის პროცესს მონიტორინგს კვლავ გაუწევს, თუმცა დაასახელებს თუ არა საკუთარ კანდიდატს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა, რთულად პროგნოზირებადია, როგორ წარიმართება სახალხო დამცველის არჩევის პროცესი და არ უნდა იყოს დიდი მოლოდინი, რომ იგივე წესით შერჩევის შემთხვევაში კონსენსუსი შედგება.

მისივე თქმით, ტრაგედია არ იქნება, თუ სახალხო დამცველის არჩევის იგივე, დროებითი წესი დარჩება, „მაგრამ მთავარია, როგორი იქნება პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში კი, „ქართული ოცნების“ მზაობა, რომ კონსენსუსამდე მივიდნენ“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ პროცესის მონიტორინგს ისევ გეგმავს. მონიტორინგის პროცესში მანამდეც ვიღებდით მონაწილეობას. ასევე ვაკვირდებით, როგორ სრულდება 12 პუნქტი, შესაბამისად, ამ ნაწილშიც ვხედავთ ჩვენს აქტიურ როლს. როგორ წარიმართება პროცესი, ამის პროგნოზირება ძნელია. ვნახეთ პირველი გამოცდილება, რომ პარტიები ვერ შეთანხმდნენ. მაღალი მოლოდინი, რომ თუ იგივე პროცედურებით წარიმართება პროცესი, შეთანხმება შედგება, შესაძლოა, არ უნდა გვქონდეს. თუმცა იგივე პროცედურები იქნება, თუ სხვა რაიმე წესი - მაგალითად, იმ გამოცდილებას გაითვალისწინებს თუ არა მმართველი პარტია, რაც წინა სახალხო დამცველის შერჩევის დროს იყო, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა საია საკუთარი კანდიდატურის დასახელებას, ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ.

„ჯერჯერობით, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პროცედურები, როგორ ფიქრობს „ქართული ოცნება“ ამ პროცედურის წარმოებას. რეკომენდაცია გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უნდა მოხდეს, რაც კონსენსუსი მიღწევის აუცილებლობას ითვალისწინებს, ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, რადგან ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ასეთია“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო