ბრენდმა OLD KAKHETI მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ქართული ბრენდი - OLD KAKHETI - ისრაელში გამართული საერთაშორისო დაჯილდოების TERRAVINO Mediterranean International Wine & Spirit Challenge-ის ოქროს პრიზიორი გახდა. 17 და 10 წლიანი დაძველებით ბრენდებმა - ოქროს, ხოლო 5 წლიანი დაძველებით ბრენდმა - ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კონკურსზე წარდგენილი ბრენდები პირდაპირ დახლიდან, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, რაც პროდუქციის ხარისხსა და სანდოობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. კომპანია მადლობას უხდის OLD KAKHETI-ს გუნდს და მის პარტნიორს ისრაელში ამ წარმატებისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის.

Terravino Mediterranean International Wine & Spirit Challenge ერთ-ერთი გავლენიანი კონკურსია მსოფლიო მასშტაბით, იგი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის O.I.V. პატრონაჟით ქ. იერუსალიმში ყოველწლიურად იმართება.

OLD KAKHETI-ს ბრენდებს TERRAVINO-სთან ერთად სხვა, არაერთი კონკურსის ჯილდო აქვთ მოპოვებული. მათ შორის, ROYAL XO-მ გასულ წელს ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე Concours Mondial de Bruxelles - ოქროს მედალი მოიპოვა. სხვა საერთაშორისო კონკურსებს შორისაა: Hong Kong International Wine & Spirit Competition, WinExpo UKRAINE, IWSC და სხვა.

OLD KAKHETI-ს ბრენდი მხოლოდ ქართული საბრენდე სპირტებისგან მზადდება და უკვე 12 წელზე მეტია, რაც ექსპორტის ლიდერობას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე.

ბრენდის ისტორია 2001 წლიდან იწყება, როდესაც KTW ჯგუფმა გადაწყვიტა, ღვინოსთან ერთად, აქტიურად ჩართულიყო ბრენდის წარმოების პროცესში. დღეს კი, კომპანია მაღალხარისხიანი ბრენდის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში და წელიწადში 10 მილიონზე მეტი ბოთლი ბრენდის რეალიზებას ახორციელებს.

(R)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო