ანა ბუჩუკური - სახალხო დამცველის არჩევაზე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს - „ოცნება“ კომპრომისისთვის მზად არ არის

სახალხო დამცველის არჩევაზე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს - „ოცნება“ მზად არ არის კომპრომისისთვის და ეს უკვე გამოჩნდა, სამწუხაროდ, არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიციაში ვაჭრობას არ დაიწყებს და შედეგს არ ნახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ გამორიცხავს "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველად მისთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანოს.

„კონსულტაციები არც დაწყებულა, რას ელოდება "ქართული ოცნება" არ ვიცი, რადგან თებერვალში უკვე ვიწყებთ სესიას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ „ოცნებისთვის“ ეს საკითხი პრიორიტეტი არ არის და სამწუხაროდ, მოლოდინი დადებითი არ მაქვს. ეს საკითხი არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია და "ქართულ ოცნებას" რომ სდომებოდა მისი შესრულება, არ ჩააგდებდა იმ პროცესს.

მე ვუშვებ იმას, რომ ჩვენი გუნდთან "ქართულმა ოცნებამ" არც გამართოს კონსულტაციები, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ჩვენს გუნდთან ვაჭრობა ამ თემაზე არ შედგება. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, თუ რას აპირებს, პრიორიტეტი რომ არ არის სახალხო დამცველის თემა რაც იმითაც გამოჩნდა, რომ იანვარი კონსულტაციებისთვის არ გამოიყენეს, შეიძლება როცა სასესიო პერიოდი დაიწყება, კონსულტაციები გამართონ, თუმცა, „ოცნება“ მზად არ არის კომპრომისისთვის და ეს წინა კონსულტაციების დროს გამოჩნდა, შესაბამისად, დადებითი მოლოდინი არ მაქვს, სამწუხაროდ, არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიციაში ვაჭრობას არ დაიწყებს და შედეგს არ ნახავს, არც ამის მოლოდინი მაქვს სამწუხაროდ”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო