გიგი წერეთელი - საქართველოს ადგილი უფრო მეტად რუსეთის ორბიტაზე მყარდება, რაც არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, საქართველოს ადგილი უფრო მეტად რუსეთის ორბიტაზე მყარდება, რაც არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამით პოლიტიკოსი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოსადმი გაკეთებულ განცხადებას.

„რა შეიძლება ლავროვის განცხადებას ვუწოდოთ… წესით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს მძიმედ აღსაქმელი, რომ მათ საქციელს უწონებს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აბსოლუტურად მცდარი ნაბიჯები იდგმება იმ ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, რაც ქვეყანას სჭირდება. ეს არის დასავლეთთან ინტეგრაცია. თუ ეს ნაბიჯები არ იდგმება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ადგილი უფრო მეტად რუსეთის ორბიტაზე მყარდება, რაც არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - აცხადებს წერეთელი.

ის ასევე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის” ეთერში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, „ბუკების“ გადაცემის შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, აქვს ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერა არ გამოხატოს. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, ქმედით ნაბიჯებში და აქ შედის ასევე ისეთი ტიპის დახმარება, რაც უკავშირდება „ბუკების“ გადაცემას. ამას უფასოდ არავინ ითხოვს, ასვე არავინ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას. ეს არის, უბრალოდ, მიზეზი, რასაც საქართველოს ხელისუფლება გამოგონილად აცხადებს, მუდმივად ამას ტირაჟირებას აკეთებს, რათა გაამართლოს თავისი ამგვარი პოზიცია”, აცხადებს გიგი წერეთელი.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას „ღიად და ურცხვად მოითხოვს".

„ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ - ეს შექებას იმსახურებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსებისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ უფასოდ გადაცემა. „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა“, - აღნიშნა კასიანოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა