ანზორ მელია - დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება „ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები, სხვა პარტიაში არ წავა

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია სხვა პოლიტიკურ პარტიაში არ წავა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, წავა თუ არა ნიკა მელია სხვა პარტიაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებს ვერ მოიგებს.

„არავინ იცნობს ნიკა მელიას ისე, როგორც მე ვიცნობ. მისთვის, გარდა კაცობისა, სიყვარულისა და ერთგულებისა, ყველაფერი ზედმეტია. მას თუ სურდა მოლაპარაკება სხვადასხვა პარტიასთან, აქ დასაძრახი რა არის? ერთობაა საჭირო. ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რომ გავიმარჯვოთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები, სხვა პარტიაში არ წავა", - განაცხადა ანზორ მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო