კახა კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე - ხშირია ბრალდებები და მიზანმიმართული პროპაგანდა, თითქოს საქართველო ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფაქტებზე - ფაქტები არის ნული

ძალიან ხშირია ბრალდებები და მიზანმიმართული პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფაქტებზე - ფაქტები არის ნული“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე CNN-ის ეთერში გაკეთებულ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოზე მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლა.

„ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლა საქართველოზე. თქვენ იცით, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს. მიუხედავად ზეწოლისა ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს. ძალიან ხშირია ბრალდებები და მიზანმიმართული პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ფაქტებზე - ფაქტები არის ნული“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო