თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ „ნიკა მელია თანამდებობიდან გააძევონ“.
როგორც კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, მსგავსი კონფლიქტის ფონზე, ერთსულოვნების შენარჩუნება შეუძლებელია.
„ჩვენ ვაკვირდებით და მე მგონი, სააშკარაოზეა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირება მიდის. ერთადერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს. დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვიცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიკა მელია თანამდებობიდან გააძევონ. ამ დაპირისპირების ფონზე, შეუძლებელია ერთსულოვნების შენარჩუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.