გურამ მაჭარაშვილი - რატომ თვლის კასიანოვი, რომ კვდება სააკაშვილი, საიდან მოაქვს ეს ცნობები, არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო,  იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ექიმებს ეჩხუბება და ოროთახიან ლუქსშია

რატომ თვლის კასიანოვი, რომ კვდება სააკაშვილი, საიდან მოაქვს ეს ცნობები, არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო, იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ექიმებს ეჩხუბება და ოროთახიან ლუქსშია, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ კასიანოვის განცხადებები საქართველოს მიმართ მხოლოდ მადლიერების გამომხატველი იყო და "როგორც ჩანს მან ამის გამო უკრაინიდან საყვედური მიიღო".

„კასიანოვი უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას, რომელიც შეურაცხმყოფელია, რადგან კარგად იცის, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში პატიმარი გათავისუფლდეს მეორე სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. კასიანოვმაც დაიწყო უკვე საუბარი სააკაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, რატომ თვლის კასიანოვი რომ კვდება სააკაშვილი, საიდან მოაქვს ეს ცნობები, არ სჭირს სააკაშვილს არაფერი სასიკვდილო, მისივე ექსპერტების თქმით, სასმელსაც მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა, იმ ღონეზე და ჯანზეა, რომ ეჩხუბება ექიმებს და ოროთახიან ლუქსშია,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებებს და აღნიშნა რომ თუ რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, თანამოქალაქეებს რუსეთში მიმოსვლა გაუმარტივდებათ და ეს არავის უნდა ეწყინოს.

"თქვენ იცით, რომ მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ეს არ დაგვავიწყდეს და თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფიზიკური გადაადგილების შესაძლებლობები მიეცემათ ჩვენს თანამოქალაქეებს, ეს წესით არ უნდა გეწყინოთ. თქვენ გიხარიათ, რომ წვალობენ ჩვენი მოქალაქეები მიმოსვლის დროს, გწყინთ მილიონამდე მოქალაქის შეღავათი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს?! შეიძლება არც აღიარებთ, რომ ისინი მოქალაქეები არიან, ვინც იქ ცხოვრობენ.

დღესაც კი, "ნაცმოძრაობა" აგებულია რუსეთის მოწონება-არმოწონების გეგმაზე. ჩვენ ამ გეგმით არ მივდივართ, მივდივართ საქართველოს დღის წესრიგის მიხედვით. რუსეთზე ელენე ხოშტარიამ რა უნდა თქვას, ან "ჭიჭე" ვაშაძემ, რომელსაც თურმე, უძრავი ქონების სააგენტო ჰქონია და როგორც ჩანს, სადარბაზოსთან ბინათმესაკუთრეებს ესაუბრებოდა, რომ თავისი ბინა გაექირავებინა რუსებზე. შეიძლება, აქ პრობლემა ოფიციალურად არ იყოს, მაგრამ როცა ტრიბუნასთან "ტუფლებიდან" ამოვარდები და გინდა, რუსეთის მოქალაქისთვის გამარჯობის თქმისთვისაც კი ვინმე დაადანაშაულო, მაშინ რუსეთის მოქალაქესთან ასეთი გარიგება არ უნდა დადო. ეს არის მათი სახე და ესაა პრობლემა,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო