ირაკლი ღარიბაშვილი - Adani Group-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული კონგლომერატის Adani Group-ის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ ისეთ სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ ძალიან კარგ შესაძლებლობებს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო