აკაკი ბობოხიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფრთა, რომელიც დღეს ერთმანეთს უპირისპირდება, დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან - რეალურად, მიმდინარე ბრძოლა ბრენდის მხარდამჭერთა ხმებზე ნადირობას წარმოადგენს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციას შეხვდა, ტყუილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ არა თუ მხარს უჭერს, არამედ, საერთოდ არ ერევა სხვა პარტიების, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიულ საქმეებში.

როგორც პარტიის გენერალური მდივანი განმარტავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა შიდა ბრძოლა მხოლოდ ბრენდის მოპოვებისთვის მიმდინარეობს, რაშიც „ევროპული საქართველო“ ჩარევას არ აპირებს.

„რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ზუგდიდში, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციას შეხვდა. გვინდა გავაკეთოთ განცხადება, რომ ეს არის ტყუილი. „ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობს სხვა პარტიის და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პროცესებში და შიდა საქმეებში. მეორე - ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტურად ყველა ფრთა, რომელიც დღეს ერთმანეთს უპირისპირდება, დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან, დაცლილია პოლიტიკურ ღირებულებებს შორის უთანხმოებებზე და განსხვავებებზე ბრძოლისაგან და რეალურად, მიმდინარე ბრძოლა ბრენდის მხარდამჭერთა ხმებზე ნადირობას წარმოადგენს,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას