გიორგი ვაშაძე - ორი არჩევანია, ან ხარ უკრაინისკენ და ცივილიზებული სამყაროსკენ, ან რუსეთისკენ - „ქართული ოცნება“ და უმცირესობა მასთან ერთად არის რუსეთისკენ, ჩვენ, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ევროპისკენ

არის ორი არჩევანი, ან ხარ უკრაინისკენ და ცივილიზებული სამყაროსკენ, ან რუსეთისკენ. „ქართული ოცნება“ და უმცირესობა მასთან ერთად არის რუსეთისკენ. ჩვენ, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ევროპისკენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო დიდი დაკვირვების ქვეშ არის იმიტომ, რომ ბევრი კითხვა, რაც სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით წარმოიშვა, არ არის პასუხგაცემული.

„მაგრამ რაზე ვლაპარაკობთ? გუშინ, რაც ლავროვმა განაცხადა, რაც მას ირაკლი კობახიძემ უპასუხა, პირდაპირი ნათელი დასტური და მაგალითია, რომ ისინი არიან სინერგიაში, არიან ერთნი, მაგრამ ორივენი არიან სუსტები და ცივილიზებული სამყარო და მათთან ერთად ჩვენ, როგორც კობახიძეს, ივანიშვილს, ასევე ლავროვს და პუტინს აუცილებლად დავამარცხებთ. ეს იქნება საბოლოო პასუხი ამაზე. რაც შეეხება ყველას, ვინც ხელის მოთბობას ცდილობს უკრაინელი ხალხის ბედ-იღბალზე, სანქცირებული პროდუქციის გადატანას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლით რუსეთის ფედერაციაში, ყველას ბედი განწირულია, იმიტომ, რომ ისინი ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხს აგებენ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო