„უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს“ - ამ სიმღერისა და უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე, ბუბა კიკაბიძე ფილარმონიიდან გამოასვენეს

„უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს”, ამ სიმღერისა და დიდხნიანი უწყვეტი აპლოდისმენტების ფონზე სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ისმოდა შეძახილები „ბუბა, ბუბა“.

პანაშვიდი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც დიდი ხელოვანის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები და საზოგადოების სხვა წევრები მივიდნენ.

დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ მეზობელი ქვეყნების დელეგაციები, მათ შორის, უკრაინიდან.

სამოქალაქო პანაშვიდზე სამძიმრის წერილი გამოგზავნა კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

ბუბა კიკაბიძეს ყვავილების გვირგვინით პატივი მიაგეს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მეომრებმა.

პანაშვიდის მიმდინარეობისას ისმოდა მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერები, მათ შორის კინოფილმიდან “მიმინო”.

ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში