ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ.

,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან.

საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო