უკრაინის კულტურის მინისტრი - ჩვენ, ქართველ მეგობრებთან ერთად ვგეგმავთ ვახტანგ კიკაბიძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ორგანიზებას

ჩემთვის პატივია, რომ დღეს, ამ რთულ დღეს ვიხსენებ დიდ ქართველს, უკრაინის დიდ მეგობარს ვახტანგ კიკაბიძეს, - ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე დღეს გადავეცი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ვახტანგ კიკაბიძე ომის განმავლობაში გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. ჩვენ ის დიდხანს გვემახსოვრება. ჩვენ, ქართველ მეგობრებთან ერთად ვგეგმავთ ვახტანგ კიკაბიძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ორგანიზებას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანაკარგის მიუხედავად, რასაც ახლა ვგრძნობთ, მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმის მიმართ რასაც ეს ნიჭიერი ადამიანი, ეს დიდი ადამიანი აკეთებდა“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო