გია ვოლსკი -  არ შეიძლება საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს აწვდიდეს უკრაინას, ეს ომში ჩართვის ტოლფასია - ელექტროგენერატორებით დაწყებული, ბავშვის ხილფაფებით დამთავრებული, უამრავი პროდუქცია გვაქვს მიწოდებული

არ შეიძლება საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს, პროდუქციას აწვდიდეს უკრაინას, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ტოლფასი გადაწყვეტილება იქნება, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის აზრით, უკრაინისთვის „ბუკების“ მიწოდების საკითხით დაწყებული, საველე ჰოსპიტლის თემით დასრულებული და ამაზე ღიად ლაპარაკი პროვოკაციული ქმედებაა.

„ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი კასიანოვი თავად არის რაღაც არაადეკვატური განცხადებების მოყვარული ადამიანი - არაადეკვატურია მისი ქცევა და განცხადებები, ეს კასიანოვის განცხადება არ არის. ეს არის ადამიანთა ჯგუფის განცხადება, მათი პოზიციის გახმოვანება, რომ თურმე საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება არ სჭირდება. საქართველოს თურმე არაფერი სჭირდება, თუნდაც ის მწირი რესურსი, რაც თავდასაცავად არის აუცილებელი. საქართველო თავად არის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, რაც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა და დაუშვა, რომლის მოკავშირეები დიდი რაოდენობით უკრაინის ხელისუფლებაში არიან.

არ შეიძლება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკრაინაში მათმა მოკავშირე პოლიტიკოსთა ჯგუფმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გადასძლიოს. ჩვენი ეროვნული ინტერესია უკრაინას გვერდით ვედგეთ, უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენი პოლიტიკური პოზიცია იყოს უცვლელი და მყარი, ჰუმანიტარული დახმარება იყოს მნიშვნელოვანი და ხელშესახები, მაგრამ არა სამხედრო დანიშნულების საქონელი და სხვადასხვა ნივთები.

საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საშიშროება არსებობს, დღევანდელ დღემდე მუდმივად არსებობდა და ხვალაც იარსებებს. არ შეიძლება საქართველოსგან მისი ისედაც მწირი რესურსების მიწოდებას ითხოვდნენ იქნება ეს კასიანოვი, დანილოვი თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი. რატომ ჩათვალა კასიანოვმა, რომ დასავლეთის - მოკავშირე ქვეყნების რესურსი, უკრაინას სამხედრო ჰოსპიტალი მიაწოდოს უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოსი?! რა იცი, საქართველოს ხვალ რა დასჭირდება?! როგორ შეიძლება გარკვეულ მატერიალურ რესურს საქართველოსგან ითხოვდე, როდესაც იცი, რომ შენთან ერთად ჰააგის ტრიბუნალში უჩივლა რუსეთს იმის გამო, რასაც უკრაინაში სჩადის, როდესაც იცი, რომ შენთან ერთად მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რუსეთის გარიცხვას მოაწერა ხელი, შეუერთდა არაერთ რეზოლუციას და განცხადებას, ელექტროგენერატორებით დაწყებული, ბავშვის ხილფაფებით დამთავრებული, უამრავი პროდუქცია აქვს მიწოდებული. როგორ შეიძლება მუდმივად საქართველოზე ამბობდე, რომ ის რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს?! თუმცა რა არის გასაკვირი - აგერ ზელენსკიმ სწორედ საყვედურით მიმართა დასავლელ პარტნიორებს, რომ სამხედრო დახმარება არასაკმარისია. ამ ვითარებაში კი, 2 000 კილომეტრით მოშორებულ, ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს რომ მუდმივად, ყოველ დღე უწყობ პროვოკაციას, რომ შიდა დაძაბულობა იყოს შენარჩუნებული, ეს არა თუ პარტნიორული საქციელია, ეს არის მტრული დამოკიდებულება საქართველოს როგორც ქვეყნის და როგორც შენი პოტენციური პარტნიორის და თანამშრომლის მიმართ, ეს არის მტრული დამოკიდებულება მისი ხალხის მიმართ - ის რაც კასიანოვმა განაცხადა", - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი