გია ვოლსკი - მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი, ვალდებული ვარ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვა

მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც არ უნდა იყოს, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი, არათუ აყოლილი - ჭორების შექმნის წყაროა თავად, მე ვალდებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვა, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი CNN- თან ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ინტერვიუს.

მისივე თქმით, როცა მსგავსი საკითხი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წამოიჭრება, ეს „წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს".

„არ შეიძლება „ფეიკ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით სვამდე შეკითხვას, თუ ამის წინასწარ გეგმა არ გაქვს. როგორ შეიძლება, როცა არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, რუსი ჟურნალისტის სტატიაზე, რომელიც თუნდაც, „ნიუ იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობდეს, შენი შეხედულება ააგო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ევროპის ქვეყნები აგროვებენ სანქცირებულ პროდუქციას რუსეთისთვის, რომელიც გადააქვთ თურქეთში, შემდეგ ეს ტრაილერებით საქართველოში შედის, საქართველო გამოყენებულია როგორც სატრანზიტო დერეფანი და იქიდან შედის რუსეთში პროდუქცია. თუ ვინმესთან პრეტენზია უნდა გქონდეს და იქ არ აანალიზებ სიტუაციას რა ხდება, მარტო სატრანზიტო ქვეყანას, ასე ხელწამოსაკრავად ერჩი საქართველოს, ეს არის მტრული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკური ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან. ეს ძალიან კარგად ჩანს ციფრებში, რომ ეს ასე არ არის, ციფრებშიც ჩანს და ყველანაირი მონაცემით ეს არის უსაფუძვლო, ჭორი და საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულების ერთ - ერთი ნიშანია. მე ვიქნები, თქვენ, თუ სხვა იქნება, როცა ჟურნალისტი უსვამს შეკითხვას, რომ თუკი ის შავი ხვრელია, თუკი რუსეთთან სანქცირებული პროდუქციის მიწოდებას აწერს ხელს და ამას აკეთებს, თქვენ რას ფიქრობთ, რასაკვირველია, ნებისმიერი უპასუხებს, რომ თუკი ასეთ მდგომარეობაშია და ამას აკეთებს საქართველო ან ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენ სანქციებზე ვიფიქრებთ, ეს არის გარკვეული პასუხი, მაგრამ თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ ნებისმიერი სხვა, თუ კუბილიუსი, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება, ჭორებს არის აყოლილი, არათუ აყოლილი, ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე ვალდებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვა, თქვენც ვალდებული ხართ. გვაბრალებენ ისეთ რამეს, რასაც არ ვაკეთებთ, ეს არის ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ საქართველოს თავდაცვითი პოზიცია, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას, არის სწორი და მართალი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, CNN- ის წამყვანმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ რუსეთმა ვერ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება. წამყვანმა აღნიშნა, რომ აკრძალული საქონელი რუსეთში მაინც შედის, მათ შორის, ბოლო ცნობების მიხედვით, საქართველოდან. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პასუხად განაცხადა, რომ სანქციებზე გვერდის ავლის მცდელობებს ხედავენ. მისივე თქმით, ახალი სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც აკრძალვებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

აღნიშნულს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, CNN-ის წამყვანის შეკითხვა მიუთითებს, რომ „მეორე ფრონტის" გახსნით სერიოზული ძალაა დაინტერესებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს