ევროპარლამენტი ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულების გასასამართლებლად.

რეზოლუციას მხარი 472-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 19 წავიდა, ხოლო 33-მა - თავი შეიკავა. „ევროპარლამენტი თვლის, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, რათა გაასამართლოს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, არამედ ალექსანდრე ლუკაშენკო და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორც თანამონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიიდანაც და რომლის ლოგისტიკური მხარდაჭერითაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროკომისიას და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ხელი შეუწყონ დროებითი პროკურატურის შექმნას.

მათ მიაჩნიათ, რომ ამ სამსახურის შექმნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი მომავალი სპეციალური ტრიბუნალის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებასა და გასამართლებაში.

რეზოლუციის ცალკე პუნქტი ეძღვნება რუსეთის სახელმწიფოს სუვერენული აქტივების გამოყენებას უკრაინაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების კომპენსაციის მიზნით. დოკუმენტის მიღებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოეხმაურა.

“უკრაინაზე რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლულია ბავშვები, ქალები, კაცები. ოჯახები გაიყო. განადგურდა საავადმყოფოები, სახლები დანგრეულია სკოლები. ევროპარლამენტი ითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნას. ომის დამნაშავეები ახლავე უნდა დაისაჯონ“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო