ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ

ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო