ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა. 37-გვერდიან დოკუმენტში საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად არაერთხელ არის ნახსენები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში განიცადა.

„2022 წლის 23 ივნისს ევროპელმა ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა; რუსეთი საქართველოსა და მოლდოვის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს; საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა ევროპის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლა სცადა, რათა დაეკავებინა საქართველოს განუყოფელი ნაწილი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და გადაედგა ნაბიჯები მათი დე ფაქტო ანექსიისკენ, განედევნა ასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და დაეყო საზოგადოებები საოკუპაციო ხაზებით”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია.

„ევროკავშირის გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია სტაბილურობაში, ძლიერი და ერთიანი ევროკავშირი; ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არის კავშირის საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში; დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს, ხელშესახებად შეასრულოს კომისიის მიერ შედგენილი და ევროპული საბჭოს მიერ 2022 წლის 23 და 24 ივნისის დასკვნებში დამტკიცებული პრიორიტეტები”, -ვკითხულობთ დოკუმენტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში