უკრაინის ელჩი აშშ-ში - დაღუპული სამთავრობო გუნდი უკრაინის დაცვის და რეფორმების ავანგარდში იდგა

დაღუპული სამთავრობო გუნდი უკრაინის დაცვის და რეფორმების ავანგარდში იდგა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკარინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და „საზოგადოებამ იხილა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე არაპროვოცირებული ომის მორიგი ტრაგედია, როცა ყველა საფრთხის ქვეშაა და უდანაშაულო ხალხი ყოველ დღე იღუპება“.

„ყველა უკრაინელი ახლა ქვეეყნის გათავისუფლების ჟინით შეპყრობილები ძალისხმევას ვაძლიერებთ, თუმცა მათ დაკარგვას ვგლოვობთ“, - განაცხადა ოქსანა მარკაროვამ.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, უკრაინა ელის მეტ დახმარებას შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების სფეროში.

საჭიროებებზე საუბრისას მარკაროვამ აღნიშნა, რომ „ესაა მეტი საჰაერო დაცვა, მეტი არტილერია, ჯავშანტექნიკა, ტანკები უსწრაფესად, რათა ეს ომი დაასრულოს უკრაინულმა მხარემ“.

„ახლა კი ომის 329 დღეს, მოსალაპარაკებელი არაფერია უკრაინისთვის და იმისათვის, რომ ომი დასრულდეს. ის რუსეთმა უნდა შეწყვიტოს. პრეზიდენტ ზელენსკის ათ-პუნქტიანი გეგმა ნებისმიერ დროს შეიძლება განვახორციელოთ“, - განაცხადა ოქსანა მარკაროვამ.

ცნობისთვის, კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან: უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. ამასთან, დაშავებულია 25 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო