ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ისტორიული დაახლოების კუთხით

უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენი ისტორიული დაახლოების კუთხით , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის შეფასებით, მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ჰქონდა. უკრაინის პირველმა პირმა შარლ მიშელს მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენი ისტორიული დაახლოების კუთხით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ უფრო მეტს.

მადლობას გიხდით თქვენი მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის!“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ვიზიტით დღეს ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო