ილჰამ ალიევი - შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ, დიდ პროექტს ქმნიან და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ, ეს არის წარმატების წინაპირობა

მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ და ტარიფების პოლიტიკაც შეჯერებული გვქონდეს , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზადაა აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა გაატაროს და სამიზნე 25 მლნ ტონაა.

„შუა დერეფნის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ინიციატივაში მონაწილეობენ, დიდ პროექტს ქმნიან და ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ეს არის წარმატების წინაპირობა ნებისმიერი მრავალეროვნული ინიციატივის კონტექსტში. აზერბაიჯანს უბრწყინვალესი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან: დასავლეთით, საქართველოსთან და თურქეთთან, აღმოსავლეთით კი ცენტრალურ აზიასთან. ბუნებრივად ვართ ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ბოლო წლებში ინფრასტრუქტურაში დიდი კაპიტალდაბანდება გვაქვს. ასევე, უნდა ითქვას, რომ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი მზადაა აზერბაიჯანში, რომ მეტი ტვირთბრუნვა მიიღოს და გაატაროს. 15 მილიონი ტონაა ჩვენი პორტების შესაძლებლობა. ამას ვაფართოებთ და ბიუჯეტში თანხები უკვე გავწერეთ - 25 მლნ ტონა იქნება ჩვენი სამიზნე. გვინდა, კიდევ უფრო მეტი საქონლის გატარება მოვახდინოთ, რადგან ტრანსპორტირება ტრადიციული მარშრუტით აღარ წარმოებს.

უკვე ვნახეთ, რომ ჩვენკენ დიდი მოცულობის ტვირთი წამოვიდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია ამ პროცესის. ასევე, მიმდინარე წლიდან დავიწყეთ ნავთობის ტრანზიტული გატარება ყაზახეთიდან არა მხოლოდ თურქმენეთის მიმართულებით. ამ დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს ჰიდრო ნახშირბადის გატარების. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და ევროპაში, რათა აქტიურად ვიმუშაოთ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით ვიმუშაოთ ყველა ამ ქვეყანამ და ტარიფების პოლიტიკაც შეჯერებული გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არა მარტო მიმზიდველი უნდა იყოს სხვა მარშრუტების ჩახსნის ხარჯზე, არამედ ჩვენთვის კომერციულადაც მიმზიდველი უნდა იყოს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო