ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ, რასაც 2024 წლისთვის დავასრულებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რკინიგზის მოდერნიზაცია.

მისი თქმით, პროექტი 2024 წლისთვის დასრულდება და შედეგად, რკინიგზის წარმადობა 48 მილიონი ტონა გახდება.

ასევე, როგორც პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა დრომ გამოცადა და ამ ორმა ქვეყანამ ერთად არაერთი ისტორიული პროექტი განახორციელა.

„ამ ეტაპზე, საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზის წარმადობა წელიწადში 25 მილიონი ტონა ტვირთია. ახლა რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლის ბოლოსთვის ამას დავასრულებთ და იმ ეტაპისთვის რკინიგზის წარმადობა 48 მილიონი ტონა იქნება. 25 მილიონი ტონა ტვირთი აქეთაც შემოვა, ამიტომ ესენი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია.

აქვე, მინდა ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოცადა. ჩვენ ერთად უმნიშვნელოვანესი ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული, როგორებიცაა ბუნებრივი აირისა და ნავთობის მილსადენების პროექტები, ახლა რკინიგზის პროექტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა