ზურაბ პოლოლიკაშვილი - გასტრონომიული, ინოვაციური და საიმიჯო სტრატეგიები საქართველოს ბრწყინვალედ წარმოაჩენს მთელს მსოფლიოში

ყოველთვის სიამაყით ვსტუმრობ ჩემი მშობლიური ქვეყნის, საქართველოს პავილიონს. გასტრონომიული, ინოვაციური და საიმიჯო სტრატეგიები საქართველოს ბრწყინვალედ წარმოაჩენს მთელს მსოფლიოში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს, - ამის შესახებ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი „ტვიტერზე“ წერს, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2023 - ზე საქართველოს პავილიონის დათვალიერების შემდეგ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მაია ომიაძეს შეხვდა, რომლებმაც მას საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

მათი ცნობით, მადრიდის გამოფენაზე, საქართველოს ასევე წარმოადგენენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანია. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო