პრემიერი - აზერბაიჯანთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი - საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად და მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ

აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

„ესეც საინტერესო ინიციატივაა, ამას ვაკეთებთ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად, ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პრინციპში, ბუქარესტში ვიყავით დეკემბერში და ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციას ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში, ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ გაიზრდება საქონელბრუნვა ამ დერეფანში, ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის. მაგალითად ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, რომელიც საქართველოს გაივლის 15 დღეში, მაქსიმუმ 20 დღეში, 45 დღე თუ სჭირდება ზღვით. ამიტომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დერეფანია და ყველა ეს ქვეყანა ნამდვილად არიან მოტივირებულნი და მიზნად ისახავენ ამ დერეფნის განვითარებას. რამდენიმე დღის წინ ვიყავით ყაზახეთში და შევთანხმდით საგზაო რუკაზე, როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი და როგორ ავწიოთ, მოვხსნათ ეს ხელოვნური ბარიერები, ამ მიმართულებით აქტიურად მივდივართ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გვექნება და ყველა ეს ქვეყანა სარგებელს მიიღებს ამ დერეფნიდან",- განაცხადა პრემიერმა.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი