პრემიერი - ოთხი თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის ჩამოვიდნენ, ჩადონ ინვესტიციები

ოთხი თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი გააჩნია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და თან პირველ ათეულშია.

„პირველ ოცეულშიც ვართ ეკონომიკური თავისუფლების და ა.შ. სხვა რეიტინგის და ინდექსების კონტექსტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ოთხი თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები აზერბაიჯანში, საქართველოში და თან ამის დაკავშირება გვინდა განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდროელექტრორესურსებით. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც დიდი ინვესტიციები გვაქვს განზრახული განახლებად ენერგიაში, მზის, ქარის და ა.შ. გვინდა ეს იაფი ენერგია და ჩვენი, სტრატეგიული, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას, ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი.

გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას იმაზე თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, როგორ მოვხსნათ ბარიერები და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო