შარლ მიშელი - შესაძლოა, შემდეგი კვირები გადამწყვეტი გახდეს ამ ომში - თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ევროკავშირს, რადგან ჩვენ საერთო ოცნებას ვიზიარებთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რადგან შემდეგი კვირები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მიმდინარე ომში. ამის შესახებ შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირმა ძალიან სწრაფად მიიღო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება.

„ეს მოხდა პირველად ევროკავშირის ისტორიაში - ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველსავე საათებსა და დღეებში ჩვენ უკრაინას მძიმე შეიარაღება გამოვუგზავნეთ.

უკანასკნელ პერიოდში უკრაინა იღებს მძიმე შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვსურს ამაში მხარი დაგიჭიროთ, რადგან შესაძლოა, შემდეგი კვირები გახდეს გადამწყვეტი ამ ომში. სწორედ ამიტომ საჭიროა მსგავსი გადაწყვეტილებები“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ევროკავშირი პირველად ახდენს სამხედრო სწავლების უპრეცედენტო შესაძლებლობების მობილიზებას 15 ათასი უკრაინელი სამხედროსთვის.

„თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ევროკავშირს - ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენთან მხარდამხარ, იმიტომ, რომ ჩვენ საერთო ოცნებას ვიზიარებთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო