პრემიერი -  ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ცნობილი ტერმინი: "ენდე, მაგრამ გადაამოწმე" - დავოსში მოვისმინე საინტერესო ფორმულა: "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე"

საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.

„რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამდვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.

ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ერთი საზოგადოდ ცნობილი ტერმინი - "ენდე, მაგრამ გადაამოწმე". დავოსში მოვისმინე საინტერესო ფორმულა "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“ , ასე რომ მე მჯერა თანამშრომლობის",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო