ირაკლი ღარიბაშვილი - ეს რეგიონი ჩვენ გვეკუთვნის: სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს - ჩვენ შეგვიძლია ეს რეგიონი გარდავქმნათ მშვიდობის და კეთილდღეობის შესაძლებლობებად

ეს რეგიონი ჩვენ გვეკუთვნის: სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია ეს რეგიონი გარდავქმნათ რეგიონალურ მშვიდობის და კეთილდღეობის შესაძლებლობებად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნეიტრალური მედიატორია.

„რაც შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი. რაც ილჰამ ალიევმა ბრძანა, ნამდვილად ჩვენს ინტერესებშია, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს. იმიტომ, რომ ეს რეგიონი ჩვენ გვეკუთვნის: სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია ეს რეგიონი გარდავქმნათ რეგიონალურ მშვიდობის და კეთილდღეობის შესაძლებლობებად",- განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რეგიონის სამივე ქვეყანა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო თუ გააერთიანებს ძალისხმევას, რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება.

„ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, სომხეთმა არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო ეს იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზეო, სამი ქვეყანაა რეგიონშიო. ვიცი, ვის გულისხმობდა. რატომ არ არის სომხეთი აქ? - იმიტომ, რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და ამაზე უარი თქვა სომხეთმა. მე დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედრილიყავით საქართველოში, იმიტომ, რომ ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ ამისთვის სომხეთი არაა მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, იმიტომ, რომ კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას, ენერგია, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, სტაბილურობა, საზღვრის დელიმიტაცია - რეგიონი უფრო უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება