ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი მიზანი ევროკავშირში უკრაინის სრულმასშტაბიანი წევრობაა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ - ჩვენ მივდივართ წინ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მიმდინარე წელს უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი მიზანი ევროკავშირში უკრაინის სრულმასშტაბიანი წევრობაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერისა და უკრაინის მიერ ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მაღალი შეფასებისთვის.

მე მივაწოდე ინფორმაცია ბატონ პრეზიდენტს იმის შესახებ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული უკრაინის მიერ და რა პროგრესს მივაღწიეთ. აღვნიშნე, რომ უკვე ამ წელს უნდა გავიდეთ მოლაპარაკებების დაწყებაზე - ეს ჩვენი მიზანია ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. ამისთვის არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა. არსებობს დიდი მოტივაცია, უდიდესი სურვილი, ჩვენ მივდივართ წინ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა მოუწოდა ევროპელ პარტნიორებს, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის მშვიდობის ფორმულის რეალიზებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო