Limak Holding-ის თავმჯდომარე - თუ შევძლებთ და ავაშენებთ ინფრასტრუქტურას, როგორც ტანაპის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში გავაკეთეთ, რომლებიც ეფექტურად აშენდა და ძალიან კარგად მუშაობს, ევრაზიის შუა დერეფანსაც იგივე შეეხება

ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, - ამის შესახებ კომპანია Limak Holding-ის თავმჯდომარემ ებრუ ოზდემირმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად", რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა.

მისი თქმით, თუ აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში გაკეთდა, ევრაზიის შუა დერეფანსაც იგივე შეეხება.

„ჩვენ ვართ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანია. ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ამ დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, მაგრამ საოპერაციო კუთხით, როცა აშენდება ეს დერეფანი, კერძო სექტორი დააკვირდება შესაძლებლობებს და ვნახავთ რა გამოიკვეთება. ჩვენ აეროპორტები ავაშენეთ, როცა შეიქნა ამის აუცილებლობა და მოთხოვნილება. როგორც კი საჭიროება გამოიკვეთება, ლოგისტიკური ცენტრიც იქნება, სასაწყობე მეურნეობებიც. ეს ყველაფერი იქნება კერძო სექტორის ჩართულობით. ეს რეგიონი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული მიმწოდებელი. ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. თურქეთის მოსახლეობა 90 მილიონია. ჩვენი მშპ ბევრ წილად გაიზრდება და კერძო სექტორისთვის შეიქმნება შესაძლებლობები და ამას აშკარად ვხედავთ. მე არ წარმოვადგენ მთავრობას, მაგრამ ვხედავ, რომ თურქეთს სწამს ამ პროექტის და ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ეს ყველა მხარისთვის მომგებიანია. ეს თანამშრომლობა სახეზეა. ეს კარგი მეგობრობა, ეს კარგი ურთიერთობა ჩვენს რეგიონში ძალიან კარგ მაგალითს შექმნის მსოფლიოსთვის. თუ შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ავაშენებთ ამ ინფრასტრუქტურას, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის - ბუნებრივი აირის მილსადენის შემთხვევაში გავაკეთეთ, რეკორდულად სწრაფად აშენდა. ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიც, ძალიან ეფექტურად აშენდა და ძალიან კარგად მუშაობს. ამ დერეფანსაც იგივე შეეხება", - განაცხადა ებრუ ოზდემირმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო