უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს - მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში საქართველო-უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან

თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. მივიჩნევთ, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

ამით უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების აღდგენის თაობაზე.

ნიკოლენკოს შეფასებით, უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხი გაანადგუროს გენოციდურ ომში - პოლიტიკური მუხთლობაა.

„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან განცხადება გააკეთა ქებაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ის არ უერთდება დასავლეთის სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის.

თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. მივიჩნევთ, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ.

უკრაინა ორივე- როგორც სახელისუფლებო, ასევე ხალხის დონეზე, ყოველთვის იდგა საქართველოს მხარდამხარ, განსაკუთრებით მისი ისტორიის უბნელეს პერიოდში.

უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხი გაანადგუროს გენოციდურ ომში - პოლიტიკური მუხთლობაა.

უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის აგრესიის ფონზე და უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაცია, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიცაა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თუ მოსკოვსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

„მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი და რა თქმა უნდა, მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“,- განაცხადა კობახიძემ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი გახდება.

„მოხარული ვარ, ვნახო, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი პირად დონეზე აქტიურად ვითარდება. გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად რუსეთთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის გამო. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ”, - აღნიშნა ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო