ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში

საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში სტრატეგიული პარტნიორების წინაშე ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

"მერგო პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევრაზიის შუა დერეფნის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში. ურყევი მხარდაჭერა გამოვხატე სტრატეგიული პარტნიორების წინაშე. საქართველო ბუნებრივად არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში.

ჩვენი ურყევი მიზანია სამხრეთ კავკასიის განვითარება და ისეთ რეგიონად წარმოჩენა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესება და მომავალი თაობებისთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო