მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინას სჭირდება ტანკები - დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი

დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა და დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ტანკები საკვანძოა, რათა უკრაინამ ომი სათანადოდ დაასრულოს.

„ნამდვილი ლიდერობა გულისხმობს მაგალითის მიცემას და არა სხვების ყურებას. არ არის ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები - არის საკვანძო, რათა დავასრულოთ ომი სათანადოდ. დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს