გიორგი კახიანი - როცა CNN-ზე კითხვა ისმება სანქციების გვერდის ავლის თაობაზე საქართველოს შესახებ და პასუხი გაეცემა, ეს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა და ზეწოლის მოხდენაა სახელმწიფოზე

რაც არ უნდა კითხვა დაისვას, რაც არ უნდა პასუხები იყოს გაცემული, ჩვენ ხომ ვიცით, რა არის რეალობა და რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე - სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ერთი ფაქტი მაინც არსებობს ბუნებაში?, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი კახიანი CNN-ის ეთერში ჟურნალისტის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვას, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რომ რუსეთმა ვერ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, მაშინ როცა აკრძალული საქონელი რუსეთში მაინც შედის, მათ შორის, ბოლო ცნობების მიხედვით, საქართველოდან.

ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „ახალი სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც აკრძალვებისთვის გვერდის ავლას ცდილობს.

გიორგი კახიანის თქმით, საქართველოდან რუსეთში რაიმე აკრძალული საქონელი რომ შედიოდეს, სტატისტიკაზე აისახებოდა, თუმცა პირიქით ექსპორტი 12 პროცენტითაა შემცირებული.

„როდესაც საუბრობენ, თითქოს საქართველო შეიძლება გახდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ერთი ფაქტი მაინც არსებობს ბუნებაში? შეიძლება სახელმწიფოს ასე მარტივად ასეთი პრეტენზია წაუყენო და ამის არანაირი ფაქტი არ არსებობდეს? რაღაც დამატებითი შედინებები რომ იყოს საქართველოდან რუსეთში, ეს ხომ სტატისტიკაზე აისახებოდა? როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ექსპორტი საქართველოდან 2022 წლის არის 12%-ით შემცირებული. რასაც ლაპარაკობენ, ამის ერთი მტკიცებაც არ არსებობს, ეს ძალიან მარტივად ნიშნავს ზეწოლას სახელმწიფოზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანის თქმით, როდესაც CNN-ის ეთერში ასეთი კითხვები ისმება და ასეთი პასუხები გაეცემა, ეს არის ბრძოლა და ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„საუბარი იმით დავიწყე, რომ ძალიან მძიმე პერიოდს გავდივართ - მეთქი და სწორედ ეს არის ამის მაჩვენებელი, ასეთი ბრძოლები, ეს ბრძოლაა აბა რა არის, როდესაც CNN-ზე ასეთი კითხვა დაისმება და შემდგომ ასეთი პასუხი გაეცემა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ბუნებრივია, ეს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაა და ზეწოლის მოხდენაა სახელმწიფოზე. რა მიზნებს ისახავს ეს? მოცემულობაა, რომ ყველამ ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ ეს არის ტყუილ ინფორმაციაზე აგებული კონკრეტული რაღაც კონკრეტული დასმული კითხვები და და კონკრეტული შეფასებები და აქედან რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს? დასკვნები არის ის, რომ რაღაცისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო და რისთვისაა საჭირო?

როგორც ჩანს, არის ისეთი ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც დღეს არის უკრაინა, ბრძოლის ველად გადაიქცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ამ გამოწვევის წინაშე ვართ, ეს ბრძოლები არ დასრულებულა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

როგორც გიორგი კახიანმა გადაცემაში აღნიშნა, „ქართული ოცნება“ სწორ, არაპოპულისტურ პოლიტიკას აწარმოებს და ცივი გონებით მოქმედებს.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკით საქართველო აუცილებლად მიაღწევს ევროინტეგრაციას ისე, რომ ქვეყანა განვითარდეს მშვიდობით.

„ჩვენ ვმოქმედებთ ცივი გონებით, პოპულიზმი არ არის დამახასიათებელი ჩვენი ქმედებებისთვის, რაც წინა ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია ეს ხომ არ არის მოკლე პერიოდზე გათლილი მოქმედებები, ეს არის ისეთი მოქმედებები, რომელიც კონკრეტულ მოცემულობაში შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი არ იყოს, მაგრამ ქვეყნისთვისაა სწორი, ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქითკენ, ჩვენი ევროპული მისწრაფებები, ევროინტეგრაცია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, აქეთკენ მიდის ყველაფერი ეს, ოღონდ ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ოღონდ ყველაფერ ამას მივაღწევთ ისე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ დაიწყოს, ომი და უბედურება არ მოხდეს და ქვეყანა განვითარდეს მშვიდობით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს