ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ ვაღიარებთ ლუგანსკის და დონეცკის უკრაინისგან გამოყოფას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკრაინაში ომს და ადამიანების იძულებით გადაადგილებას. მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და ამ მიზეზით, თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკრაინისგან გამოყოფას“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ირანი მიიჩნევს, რომ ომი არ არის გამოსავალი უკრაინაში.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ლუგანსკის და დონეცკის უკრაინისგან გამოყოფას, რადგან მტკიცედ ვიცავთ ჩვენს თანმიმდევრულ პრინციპს საგარეო პოლიტიკაში. როდესაც ვაცხადებთ, რომ ომი არ არის გამოსავალი უკრაინაში, ჩვენ ამას ვგულისხმობთ და მივიჩნევთ, როგორც ფუნდამენტურ პოლიტიკას და ამას ვეყრდნობით“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო