BBC - ალეკ ბოლდუინს ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ, მას პატიმრობა ემუქრება

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრალს ასევე წაუყენებენ იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერეს რიდს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოლდუინსა და რიდს 18 თვემდე პატიმრობა და 5000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება ემუქრებათ. პროკურორების თქმით, შემთხვევას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

„მსახიობსა და პროდიუსერს ალეკ ბოლდუინს და იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერ რიდს ბრალს არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით წაუყენებენ. დავადგინე, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველა იმსახურებს სამართლიანობას”, - განაცხადა სანტა ფეს ოლქის პროკურორმა მერი კარმაკ-ალტვისმა.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი